Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის ხელშეკრულება გაფორმდა

20 ნოემბერი, 2018 18:40

რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.  სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარადგინა. რის შემდეგაც შეთავაზებული წინადადებები განიხილეს და დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტი ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთის მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით)  და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია  3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი  –  საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. აღნიშნული მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.

„პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების შესრულების ვადად 3 წელია განსაზღვრული.
ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.

კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“ ძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ის ბაზარზე 64 წელია მოღვაწეობს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიას აშენებული აქვს: 1 000-ზე მეტი მასშტაბური სიდიდის და სირთულის ხიდი, მთლიანი სიგრძით - 330 კმ; 4 000 კმ-ზე მეტი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ; 203 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 168 000 მეტრია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^