Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საარჩევნოდ ნუ ჩათვლიან, რამეთუ მაისში გაკეთდა ჩემგან განცხადება - ივანიშვილი ვალის განულებაზე

20 ნოემბერი, 2018 22:29

პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „იმედის" ტოკშოუში ვალის განულების პროგრამის შესახებ საუბრობს. 

„არ შევეცდები იმის აღწერას, რა მოხდა „შავ სიასთან" დაკავშირებით. პრემიერზე ადრე მივეცი დაპირება თუ გახსოვთ, კვირიკაშვილს მე საჯაროდ მივეცი შენიშვნა, რომ ხალხის ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა კიდევ უფრო მეტად წავიდა და გაღარიბდა. ჭამის რაციონი შეიცვალა ძალიან ბევრმა. აქ იყო დაგვიანებული ქმედებები, მაგრამ მე მინდა მთავარზე გავამახვილო ყურადღება: დავპირდით, რომ წლის ბოლომდე მოვახერხებთ საზოგადოების ამ ნაწილს დავეხმაროთ, ამიტომ ამას საარჩევნოდ ნუ ჩათვლიან, რამეთუ ჯერ კიდევ მაისში გაკეთდა ჩემგან განცხადება", - აღნიშნავს ივანიშვილი და განაგრძობს" - „ეს არის კარგი მაგალითი თუ ცდილობ, შეიძლება გამოგივიდეს კიდეც. გარწმუნებთ, რომ მუნიციპალიტეტის დონეზე მოვახერხებთ, რომ ასეთივე ვერტიკალი დავამყაროთ, როგორიც მთავარობა გვყავს, ასეთივე იქნება ნებისმიერ მუნიციპალიტეტში მერი და საკრებულო. ასე იქნება, რომ შეეცადოს და ხალხს მაქსიმალურად შეუმსუბუქოს. შევეცადეთ? ბევრი დავხარჯეთ, ბევრი შრომა ჩაიდო, მაგრამ გამოვიდა". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^