Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილი ვაშაძის შესაძლო გამარჯვებაზე: კითხვას არ გავურბივარ, თუმცა შტაბში მითხრეს, არ ისაუბროო

20 ნოემბერი, 2018 23:03

ბიძინა ივანიშვილი ტელეკომანია „იმედის" ტოკშუში იმ სცენარს აღწერს, რაც გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში განვითარდება. 

„კითხვას არ გავურბივარ, თუმცა შტაბში მითხრეს, რომ მაგაზე არ ისაუბროო. წარმოიდგინთ ჰიპოთეტურად, რომ ასეთი რამ მოხდა [საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა], დავხატოთ მოდელი, რა იქნება: ხელისუფლება მოახერხებს და „ქართული ოცნების, როგორც პატრტიის ჩამოყალიბება დაჩქარდება. და მოახერხებს, რომ ეს ძალა (ეს არ არის პარტია), ვინც შეიძლება, ხალხი გამოუშვას გარეთ, მოვიდა და აგერ, ფანჯრებთან დაგვიდგა ისევ. ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ გვაქვს რესურსი, რომ იგი კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავტოვოთ. კანონს იქით არ გავუშვებთ. კანონის ფარგლებში დავტოვებთ და ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ რაღაცებს მოახერხებენ და ამოატრიალებენ", - აცხადებს ივანიშვილი.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ვაშაძის შესაძლო გამარჯვებას ეკონომიკისთვის მიიჩნევს განსაკუთრებულ გამოწვევად. 

„მძიმე იქნება ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის. არეულობის ყოველდღიური მცდელობა და ის, რომ სტაბილურობა დაბალპროგნოზირებადი გახდება. რა თქმა უნდა, მიაღწევენ იმას, რომ სტაბილურობაზე კითხვები გაჩნდება. ეს დააზარალებს ეკონომიკას. მე ვიცი ბიზნესი, იქ, სადაც ხიფათია იმისი, რომ ხვალ შეიძლება რევოლუცია მოხდეს, ფულის ჩამდები ხალხი აღარ იქნება. ინვესტიციებზე, ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებაზე ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას. დრამატიზება არ მინდა, მაგრამ ესეც კარგად უნდა დავინახოთ. ჩემთვის ყველაზე მძიმე მაინც იქნება საგარეო იმიჯის თვალსაზრისით", - თქვა ბიძნა ივანიშცვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^