Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს

22 ნოემბერი, 2018 13:38

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 22 ნოემბერს, 11:00 – 18:00 საათამდე ცენტრის ორგანიზებით, გრიპის საწინააღმდეგო ერთდღიანი უფასო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სურვილის შესაბამისად ჩაიტაროს გრიპის უფასო ვაქცინაცია.

ერთდღიანი უფასო ვაქცინაციის აქცია გაიმართება ქ.თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში:

· ქ. თბილისი - სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელბის ეროვნული ცენტრის ყოფილი ადმინისტრაციული კორპუსის შენობა (მის: მ.ასათიანის ქ.N9)

· ქ.ბათუმი - ამცრელი კაბინეტის მქონე პოლიკლინიკები, კერძოდ:

1. შპს "საოჯახო მედიცინის ცენტრი" (მის: ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ.N30)

2. შპს "ბათუმის N1 პოლიკლინიკა" (მის: ტბელ აბუსერიძის ქ.N2)

3. შპს "თამარის დასახლების სამედიცინო ცენტრი" (მის: ტბეთის ქ.N 4)

4. "ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი" (მის: ფრიდონ ხალვაშის VII შესახვევი ქ.N3)

5. "მე -4 პოლიკლინიკა" (მის: გალაქტიონ ტაბიძის ქ.N2)

6. "მახინჯაურის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი" (მის: თამარ მეფის მესამე შესახვევი ქ.N17)

· ქ.ქუთაისი - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ტერიტორია (მის: ოცხელის ქ.N2)

დავით სერგეენკო რისკჯგუფებს გრიპის საწინააღმდეგო აცრისკენ მოუწოდებს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^