Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კიუშუს ბაშოზე ტოჩინოშინმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა

24 ნოემბერი, 2018 13:17

დღეს ფუკუოკოაში კიუშუს ბაშოს ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები გაიმართა. მე-14 დღეს ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა. დასავლეთის ოძეკი სეკივაკე მიტაკეუმის შეხვდა. ქართველმა იორიკირით მოიგო და წლის ბოლო ბაშოზე 8-6 ბალანსი დააგროვა.

ამ გამარჯვებით ბოლო ორთაბრძოლის წინ ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსი (კაჩი-კოში) გაინაღდა და იანვარში ოძეკის ტიტული დასაცავი არ გაუხდება. ხვალ ბაშოს ბოლო დღეა და მისი მეტოქე 34 წლის მაეგაშირა შოჰოზანი იქნება, რომელსაც 9-5 ბალანსი აქვს.

ურთიერთშეხვედრებში შოჰოზანთან ტოჩინოშინს უპირატესობა აქვს - 14:5 და თუ ხვალაც გაიმარჯვებს წელს უკვე 60 გამარჯვებას დააგროვებს. 59 გამარჯვებით ტოჩინოშინი საუკეთესოა, მასზე მეტი მოგება წელს არც ერთ სუმოისტს არ დაუგროვებია.

ტოჩინოშინისთვის ეს ბაშო მთლიანობაში არც ისე წარმატებულია, ოძეკი კარგ ფორმაში არ არის. როგორც სპორტული მიმომხილველები ამბობენ, ამის მიზეზი მარჯვენა ფეხის ტრავმაა, რომელიც ქართველმა სუმოისტმა წელს ერთ-ერთ ბაშოზე მიიღო და ბოლომდე ვერ მოირჩინა.

ფოტო: popsport.com

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^