Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობა - რას გააკეთებს ხალვაში ბათუმის მერიაში

27 ნოემბერი, 2018 12:22

ბათუმის მერიაში სოფო ხალვაშის დანიშვნის შესახებ ბრიფინგი გაიმართა. სოფო ხალვაში ჟურნალისტებს ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ წარუდგინა. 

„მოგეხსენებათ მერიის სტრუქტურაში რეორგანიზაციის შედეგად გვაქვს ერთი ვიცე-მერის და ორი მოადგილის პოზიცია. მერის მოადგილის ერთი პოზიცია იყო ვაკანტური. ქალბატონი ლელა ითავსებდა ჯანდაცვას, სოციალურ საკითხებს, განათლებას და კულტურას. დღეს მოხარული ვარ და წარმოგიდგენთ ამ პოსტზე სოფო ხალვაშს. ის წლების განმავლობაში მუშაობდა კულტურის სფეროში. არის შემოქმედებით და კრეატიული ადამიანი. სოფოს კულტურის სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მისი კავშირები განსაკუთრებით საზღვარგარეთ იქნება სასიკეთო." - განაცხადა ბათუმის მერმა. 

სოფო ხალვაში აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი იყო, თუმცა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კონცენტრში მონაწილეობის შემდეგ ტელევიზიამ წამყვანთან კონტრაქტი შეწყვიტა. მიზეზი მაუწყებლის კოდექსის დარღვევა იყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^