Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიორგი ვოლსკი: ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის ჩამოყალიბებული დემოკრატია

29 ნოემბერი, 2018 17:00

„გადაცდომები არის სხვადასხვა დონეზე. რომ მოიკითხო, თუნდაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო. ჩვენ ვართ 21-ე საუკუნის ჩამოყალიბებული დემოკრატია“,- ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი საპრეზიდენტო არჩევნებს. 

ის გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას არასაქმიანს და შედეგებზე არაორიენტირებულს უწოდებს. ვიცე-სპიკერი იმასაც აღნიშნავს, რომ გადაცდომები ამ არჩევნებზეც იყო და მარგველაშვილის არჩევის პერიოდშიც. ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკული განცხადება ისტორიაში ჩაწერის მცდელობაა.

მარგველაშვილი: ვულოცავ არჩეულ მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს

„პათოსია ძალიან შესამჩნევად უარყოფითი. თუკი შენიშვნებს ამბობენ, თუნდაც მარგველაშვილი, ეს არ არის გათვლილი იმაზე, რომ ხვალ უკეთესი იყოს მდგომარეობა. თითქოს ნიშნის მოგების ტონიც აქვს. რატომღაც ასე ჩამოყალიბდა, რომ რაც უფრო მეტს გააკრიტიკებ საქართველოს, უკეთესი იქნება მისი იმიჯისთვის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჯერ დადებითი ვთქვათ, რამდენი იყო. 3700 უბნიდან რამდენიმეზე მართლაც იყო გადაცდომა. იმავე დარღვევებზე შეიძლება ილაპარაკო საქმიანად, ვიდრე ასეთ ტონში, როგორც მარგველაშვილი, პრეზიდენტი მიმართავს თავის ქვეყანას, ხალხს“,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. 

პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიებს და ასევე შეშფოთება გამოთქვა მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხის ვარდნაზე.

„გუშინდელ არჩევნებზე დაკვირვებით და სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანალიზის საფუძველზე, მინდა, შეშფოთება გამოვხატო მეორე ტურში დემოკრატიის ხარისხის მკვეთრ ვარდნაზე. მინდა, ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ საქართველოში ასეთი, ამ სტანდარტის არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და საქმის გადაბარებისთვის მზაობა გამოთქვა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ხმების თითქმის 60%-მდე აიღო და ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი გახდება.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^