
„ახლა რუსეთთან მეგობრობის დრო არ არის“,- ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა BBC-ის რუსული ბიუროსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„სანამ რუსეთი ისე იქცევა, როგორ ახლა, ვგულისხმობ საოკუპაციო ხაზის გადმოწევას, სადაც იტაცებენ ხალხს და ეს ხაზი უფრო იჭრება ჩვენს ტერიტორიაზე, სულ უფრო ახლოს თბილისთან... ამასთან, თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში მის ქმედებებს, ვფიქრობ, ამ ეტაპზე თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობა არ არის,” - ამბობს ზურაბიშვილი.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილმა ხმათა უმეტესობა, 59.52% მიიღო.