Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონი სენიორ მოჭადრაკეთა შორის მეექვსედ გახდა

30 ნოემბერი, 2018 12:10

ნონა გაფრინდაშვილმა სლოვენიის ბლედში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე მეექვსედ მოიპოვა სენიორ (+65) მოჭადრაკეთა შორის ჩემპიონის ტიტული!

გამარჯვებულმა ტურნირზე 11 პარტიიდან 6 მოიგო, ხუთი ყაიმით დაასრულა და 8,5 ქულით ერთპიროვნულად დაისაკუთრა პირველი ადგილი. ჩემპიონატის მეორე ქართველმა მონაწილემ, შარშანდელმა გამარჯვებულმა, თამარ ხმიადაშვილმა 6 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა.

65+ ასაკის ვაჟთა შორის მოასპარეზე ვარლამ ვეფხვიშვილმა კი 6,5 დააგროვა და 33-ე ადგილს დასჯერდა.

წარმატებით ითამაშეს +50 წლის  ვეტერან მოჭადრაკეთა შორის ქართველმა ვაჟებმა, 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი ბაღათუროვმა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ზურაბ სტურუამ, მათ შესაბამისად მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^