Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოკაში ადგილობრივებმა მკვლელობაში ბრალდებულის სახლი და ავტომობილები დაწვეს

04 დეკემბერი, 2018 13:35

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, 33 წლის მამაკაცის მკვლელობაში ბრალდებულს სახლი და ავტომობილები დაუწვეს.

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, სოფელ ფოკაში, მას შემდეგ რაც გარდაცვლილი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს, დაახლოებით, 300–მდე კაცმა, მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ცეცხლი წაუკიდა, ასევე, დაწვეს ბრალდებულის ოთხი მანქანა. მათ სცადეს ბრალდეულის ძმის სახლის დაწვაც, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეჩერება შეძლეს. 

შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც სხვისი ნივთის დაზიანება–განადგურებას გულისხმობს. 

მკვლელობაში ბრალდებული შს სამინსიტრომ გაუშინ დააკავა. შს სამინისტროს ინფორმაციით,  სოფელ ფოკაში მომხდარი 1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი.

ჩადენილი დანაშაული 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1986 წელს დაბადებულმა გ.მ. წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო და შურისძიების მოტივით თანასოფლელი ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდამცველებმა გ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს." - ამბობენ უწყებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^