
თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციასა და კაპიტალური რემონტის გეგმავს. 2 045 650-ლარიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 13 დეკემბრიდან დაიწყება.
კაპიტალური რემონტის ფარგლებში იგეგმება სადგურის ღია ბაქნის (პლატფორმის) გადახურვა. რეკონსტრუქცია-რემონტის სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს, გახმოვანების სისტემისა და ვენტილაციის მოწესრიგებას.