Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჯარო სკოლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ გაკვეთილებს სამხედროები ჩაატარებენ

06 დეკემბერი, 2018 11:10

სკოლებში მომდევნო სასწავლო სემესტრიდან ახალი საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“ დაინერგება. ახალ საგანში 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული, რომელსაც სამხედროები ჩაატარებენ. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სამხედრო პირების გადამზადების მიზნით, ტრენინგი მიმდინარეობს. მისივე თქმით, დასაწყისში 10-20 სკოლა შეირჩევა, რომლებშიც საგანი საპილოტე რეჟიმში დაიწყება.

„ამ საკითხზე ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა შეიმუშავეს პროფესიული განვითარების მოდული, რომლის ტრენინგები ახლა მიმდინარეობს შერჩეული სამხედროებისთვის. ისინი  გაივლიან ტრენინგმოდულს და შეფასებას. უკვე საპილოტე რეჟიმში გაზაფხულიდან ჩვენ შევარჩევთ რამდენიმე სკოლას, სადაც ეს საგანი შევა. სკოლები იქნება, როგორც თბილისის ისე რეგიონების.

მოგეხსენებათ, რომ საკითხები,  რომელებიც სამოქალაქო თავდაცვასთან და პატრიოტიზმთან არის დაკავშირებული, ისედაც შედის სამოქალაქო განათლების საგანში, თუმცა ამ საგნის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ პრაქტიკული კურსია - მოსწავლეებს აცნობს ეროვნული გმირების შესახებ ისტორიებს, ასევე უახლესი ისტორიის ფაქტებზე აკეთებს აქცენტს, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომზე და ა.შ. რა პოლიტიკური საფრთხეების წინაშე იდგა ქვეყანა, როგორც 2008 წელს, ისე უახლესი წარსულის განმავლობაში. მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მოსწავლეები უფრო ფართო რაკურსში დაინახავენ ამ ყველაფერს“,-განაცხადა აბულაძემ. 

საგანს საშუალო საფეხურის მოსწავლეები ისწავლიან. 

განათლების სამინისტროდან მოწოდებული ინფრმაციის მიხედვით, განათლებისა და თავდაცვის სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადეობაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის, მომზადდა ახალი არჩევითი კურსი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. 

ამავდროულად, გაიწერა საგნის სტანდარტი, წლიური პროგრამა და  მასწავლებლის გზამკვლევი. 

„თავდაცვისა და უსაფრთხოების“ პილოტირებისთვის სკოლების შერჩევა ახალი სასწავლო წლიდან დაიწყო . ამ მიზნით, საგნის პედაგოგებად შეირჩნენ სამხედრო პირები, რომელთა გადამზადების თვენახევრიანი ტრენინგი უკვე დასრულდა და საპილოტე გაკვეთილებს ისინი მეორე სემესტრიდან ჩაატარებენ.პარალელურად იგეგმება სასწავლო პროცესზე დაკვირვება (მონიტორინგი).

საგნის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:

  • ხელი შეუწყოს მოსწავლის პატრიოტული სულისკვეთების, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას;
  • გააცნოს მოსწავლეს საქართველოსა და მსოფლიოს წინაშე არსებული საფრთხეები და მათზე რეაგირების მექანიზმები;
  • გააცნოს მოსწავლეს სამხედრო საქმის საფუძვლები;
  • გამოუმუშავოს საგანგებო ვითარებაში უსაფრთხო ქცევის, თვითგადარჩენისა და სხვისი დახმარების უნარ-ჩვევები.

იგი სამ სავალდებულო სასწავლო თემას მოიცავს:

  • 2008 წლის ომი;
  • საქართველო საერთაშორისო მისიებში;
  • შეიარაღება;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^