Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერის განკარგულებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის მოსამზადებელი კომისია შეიქმნა

06 დეკემბერი, 2018 18:29

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრეზიდენტის ფიცის დადების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ განკარგულება გამოსცა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციისთვის 23-კაციან კომისიას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. კახიშვილის მოადგილე პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი გიორგი ჭოლაძე იქნება.

კომისიის წევრებს შორის არიან პრემიერის მრჩეველი სოზარ სუბარი, სხვადასხვა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები და პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.

პრემიერის განკარგულებით, კომისიის შემადგენლობა შეიძლება კიდევ გაიზარდოს, რადგან მონაწილეობა უნდა ეთხოვოთ პარლამენტის წარმომადგენლებს, თბილისის მერის მოადგილეს და თელავის მუნიციპალიტეტის მერს, არჩეული პრეზიდენტის წარმომადგენელს.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ეთხოვა, კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის წარმომადგენლის კანდიდატურა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, სხვადასხვა უწყებას დაევალა ფიცის დადების ცერემონიალითვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

განკარგულების მიხედვით, კომისია შეიმუშავებს საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიალის სამოქმედო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებითვე, სხვადასხვა უწყებას დაევალა ფიცის დადების ცერემონიალითვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^