Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ომეგა ჯგუფი“ შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანიას უჩივის

07 დეკემბერი, 2018 14:30

„ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის ინფორმაციით, დღეს „ომეგა ჯგუფს" შემოსავლების სამსახურისა და მისი კონტრაქტორი კომპანიის, „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს.

აღდგომელაშვილის განმარტებით, ისინი „ომეგა ჯგუფის" წინააღმდეგ განხორციელებული უკანონო ქმედებების შეწყვეტასა და კომპანიისთვის აქციზური მარკების დაუყოვნებლივ გადაცემას ითხოვენ, რათა კომპანიამ აღადგინოს საწარმოო პროცესი.

მისი შეფასებით, კომპანიას აქციზური მარკების გადაცემაზე უარს უკანონოდ ეუბნებიან. აღდგომელაშვილის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურსა და მის კონტრაქტორ კომპანიას მათ არც ერთ წერილზე არ გაუციათ პასუხი. კომპანიამ ვერც განმარტება მოისმინა, რატომ გააუქმეს მიმდინარე წლის 12 ნოემბერს მათ მიერ განთავსებული და შემოსავლების სამსახურის მიერ იმავე დღეს დადასტურებული შეკვეთა აქციზურ მარკებზე. „ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი აღნიშნავს, რომ ამ დასტურის მიუხედავად, შეკვეთით გათვალისწინებული აქციზური მარკების ნომინალის გადასახდელად საჭირო ინვოისი დღემდე არ მიუღიათ. 

„არც შემოსავლების სამსახური და არც მისი კონტრაქტორი არ გვცემენ პასუხს და არ გვეუბებიან, რას ელოდებოდნენ 12 ნოემბრიდან 18 დღე, როდესაც დადასტურებული შეკვეთის შესაბამის ინვოისს არ გვაწვდიდნენ",- განაცხადა აღდგომელაშვილმა.

მისი შეფასებით, შემოსავლების სამსახურისა და „სიქფა სიქურითი სოლუშენს ჯორჯიას" ქმედებებით კიდევ უფრო მყარდება მათი ვარაუდი, რომ „ომეგა ჯგუფის" საწარმოს მუშაობის პარალიზება ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიებაა.

„იმიტომ, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა უარი თქვა შეესრულებინა მისთვის წაყენებული მოთხოვნა, რაც გულისხმობდა უდანაშაულო ადამიანებისთვის ცილისწამებას არარსებული დანაშაულის ჩადენაში და საკუთარი ღირსების შემლახველი განცხადების გაკეთებას. აღნიშნული ვარაუდის მყარ საფუძველს წარმოადგენს ისიც, რომ მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურმა აღადგინა „ომეგა ჯგუფისთვის“ აქციზური მარკების მიწოდება და იმავე დღეს ფინანსთა სამინისტრომ "ომეგა ჯგუფის" კომპანიების დირექტორებთან შეხვედრისას მოულოდნელად შემოგვთავაზა საგადასახადო შეთანხმების თავისი პირობები, რომლებიც გაცილებით ხელსაყრელი იყო, ვიდრე ის, რასაც "ომეგა ჯგუფი" მანამდე წელიწადნახევრის განმავლობაში ითხოვდა. მიუხედავად იმისა, რომ "ომეგა ჯგუფის" თამბაქოს წარმოებამ დროულად და სრულად დაფარა მიმდინარე გადასახადები და ამ დროისთვის მიმდინარე გადასახადებში დავალიანება არ ერიცხება, მაგრამ "ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელმა არ გააკეთა ზემოხსენებული განცხადება, შემოსავლების სამსახურმა ყოვლად უსამართლოდ შეწყვიტა კომპანიისთვის აქციზური მარკების მიწოდება, ხოლო ფინანსთა სამინისტრო კი დადუმდა მათ მიერ შემოთავაზებული საგადასახადო შეთანხმების შესახებ",- განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა. 

მისი განმარტებით, 2017 წლის მაისიდან დღემდე „ომეგა ჯგუფის" საწარმო უკვე მეოთხედ გააჩერეს და 1500 ადამიანს მუშაობის საშუალება არ ეძლევა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^