Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შშმ პირები პირადობის მოწმობებს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ აიღებენ - წულუკიანი

07 დეკემბერი, 2018 15:16

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები პირადობის მოწმობებს 10 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით უფასოდ მიიღებენ.

მისი თქმით,  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების უფასოდ მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. 

წულუკიანმა აღნიშნა, რომ სრულწლოვანი შშმ პირები ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან ერთად უფასოდ ბიომეტრიული პასპორტის აღებასაც შეძლებენ. 

„ორშაბათიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 იანვრამდე მომავალი წლის, არასწრულწოვანი შშმ პირებისთვის საქართველოში იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შესაბამისი სტატუსის მქონე საბუთის წარდგენის შემდეგ  ელექტრონული პირადობის მოწმობის მიღება იქნება უფასო. ხოლო შშმ პირებისთვის, რომლებიც არიან სრულწლოვნები იმავე ცნობის წარგდენის შემთხვევაში ერთი თვის განმავლობაში არამხოლოდ პირადობის მოწმობებს, არამედ ბიომეტრიული პასპორტსაც აიღებენ, რაც იქნება ასევე უფასო“,-განაცხადა წულუკიანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^