Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფინანსთა სამინისტრო პრეზიდენტის ფონდზე: ორი სარეზერვო ფონდი არსად არ არსებობს

07 დეკემბერი, 2018 15:43

„თუ საერთაშორისო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ორი ფონდი არ არსებობს. არის ერთი ფონდი და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს“,- განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოდგილემ, გიორგი კაკაურიძემ. 

მისი განმარტებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმების გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებაზე არჩეულ პრეზიდენტთან 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებამდე კონსულტაციები გაიმართება. კაკაურიძე ამბობს, რომ ფინანსურ დოკუმენტს პრეზიდენტთან შეთანხმებული სახით მიიღებენ.

„პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისა და ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხის გადახედვასთან დაკავშირებით. თუ საერთაშორისო პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ორი ფონდი არ არსებობს. არის ერთი ფონდი და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. ფონდის განკარგვის კუთხით შეიძლება პრეზიდენტს გარკვეული უფლებამოსილებები ჰქონდეს. ბიუჯეტის დამტკიცებამდე, გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები და საბოლოო ვარიანტი პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციასთან შეთანხმდება“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 9 800 000 ლარიდან 6 000 000 ლარამდე მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^