Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

10 დეკემბერი, 2018 14:57

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლ ფაშინიანს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ფაშინიანის ბლოკის „ჩემი ნაბიჯის“ წარმატებას მარგველაშვილმა სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში შთამბეჭდავი ნაბიჯი უწოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც სატელეფონო საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები დადებითად აისახება სომხეთის მომავალ დემოკრატიულ განვითარებაზე.

„საქართველოს პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა ნიკოლ ფაშინიანს იმ რეფორმების გზაზე, რომელიც სომხეთში იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო - სომხეთს შორის ისტორიული მეგობრობა და ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება.

თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა მილოცვისათვის და იმ პერსონალური წვლილისათვის, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შეიტანა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში და განაცხადა, რომ სომხეთი დიდად აფასებს საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნისა და საიმედო პარტნიორის მხარდაჭერას“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“ სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 70.43 პროცენტით გაიმარჯვა.

არჩევნებში მეორე ადგილზე, 8.27 პროცენტით, პარტია „აყვავებული სომხეთი“ გავიდა, მესამე ადგილო კი პარტია „ნათელმა სომხეთმა“ დაიკავა 6.37 პროცენტით. ეს პარტიები გაზაფხულზე სომხთში მომხდარ ხავერდოვან რევოლუციაში ფაშინიანის მოკავშირეები იყვნენ.

სხვა პარტიებმა, მათ შორის წინა ხელისუფლების „რესპუბლიკურმა პარტიამ“, რომელსაც წინა მოწვევის პარლამენტში უმრავლესობა ჰქონდა, 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^