Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მამუკა ბახტაძე: იგეგმება მართვის მოდერნიზაცია და ვინც ფეხს ვერ აუწყობს, გუნდს დატოვებს

10 დეკემბერი, 2018 15:40

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მმართველ გუნდში საკადრო ცვლილებებია მოსალოდნელი. „ოცნება“ მართვის სისტემის მოდერნიზებას გეგმავს და ვინც რეფორმების ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მმართველ გუნდს დატოვებს. თუმცა, ბახტაძის თქმით, ოპოზიცია მოსალოდნელ ცვლილებებს სპეკულაციებისთვის იყენებს.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები ჩვენი მოქალაქეებისგან როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. ეს გზავნილები ძალიან კარგად არის გააზრებული.

ბუნებრივია, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ჩვენ ამ [ბიუჯეტის] რესურსით შევძლებთ ქვეყნის წინაშე მდგარი ყველა პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ ეს არის რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დავაყენოთ ყველა მიმართულებით.

ეს შეეხება სოციალურ პოლიტიკას, შეეხება ეკონომიკის უფრო სწრაფ განვითარებას, ინფრასტრუქტურის უფრო სწრაფ მშენებლობას, რომელიც პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან, ეს ციფრი მოითხოვს ძალიან ეფექტიან მენეჯმენტს, რათა შევძლოთ ქვეყნისთვის ამ რესურსის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება.

აუცილებლად განვახორციელებთ მმართველობითი სისტემის მოდერნიზაციას იმისათვის, რომ ტემპი და შედეგების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ვინც ამ ტემპს ფეხს ვერ აუწყობს, მათი ადგილი ვერ იქნება, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^