Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს თემურ მღებრიშვილი უხელმძღვანელებს

10 დეკემბერი, 2018 16:44

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად თემურ მღებრიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაინიშნოს თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსად“ - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

თემურ მღებრიშვილი 2016-2018 წლებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე იყო.

2014-2015 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;

2014 წელს - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი;

2013-2014 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების დეპარტამენტის დირექტორი იყო, 2012-2013 წლებში კი ამავე დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის თანამდებობა ეკავა.

ძალოვან უწყებებში მუშაობა თემურ მღებრიშვილმა 1996 წელს დაიწყო. ის 1971 წლის 14 ივლისს  თბილისში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^