Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ორმა მონაზონმა კათოლიკური სკოლის ფული ლას ვეგასის კაზინოებში დახარჯა

11 დეკემბერი, 2018 12:18

კალიფორნიაში ერთ-ერთ კათოლიკურ სკოლაში მომუშავე ორმა მონაზონმა აღიარა, რომ ლას ვეგასში აზარტულ თამაშებში სკოლის ფული, დაახლოებით 500 000 დოლარი გაფლანგეს.

საუკეთესო მეგობრებმა - მერი კრუპერმა და ლანა ჩანგმა ფული ლოს ანჯელესის ახლოს მდებარე პატარა ქალაქში სენტ ჯეიმსის სკოლიდან მოიპარეს. თანხა, როგორც მონაზვნებმა თქვეს, სწავლის საფასურებიდან და გრანტებიდან იყო შეგროვებული.

მათ სამონაზვნო საქმიანობა შეწყვიტეს და თქვეს, რომ ამ საქციელისთვის სინდისი ქენჯნით.

მერი კრუპერი სკოლის დირექტორი თითქმის 29 წელი იყო, ლანა ჩანგი კი სკოლაში 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა. აუდიტი სწავლობს, ეს ფულის გაფლანგვის პირველი შემთხვევა იყო, თუ მონაზვნები მოგზაურობისა და კაზინოებისთვის თანხას ათეული წლების განმავლობაში იპარავდნენ.

სენტ ჯეიმსის კათოლიკურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ მონაზვნები ძალიან განიცდიან თავიანთ საქციელს და სინდისი ქენჯნით. პოლიცია ფაქტზე ინფორმირებულია, თუმცა მეგობრებს პასუხისგებაში არ მისცემენ.

სენტ ჯეიმსის სკოლაში ფულის გაფლანგვის ფაქტი კათოლიკურმა ეკლესიამ მორიგი აუდიტის დროს აღმოაჩინა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^