Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Foreign Policy: საქართველო სავარაუდოდ უარს ამბობს აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურაზე

11 დეკემბერი, 2018 14:04

გამოცემა Foreign Policy-ის ინფორმაციით, საქართველო სავარაუდოდ უარს ამბობს აშშ-ის ელჩის კანდიდატად ბრიჯიტ ბრინკის მიღებაზე, „რადგან საქართველოს ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ იგი ზედმეტად პოზიტიურად არის განწობილი პროდასავლური ექსპრეზიდენტის მიმართ". გამოცემის ინფორმაციით, ეს ინფორმაცია რამდენიმე დიპლომატიური წყაროსგან მიიღეს. 

ბრინკი კარიერული საგარეო საქმეთა ოფიცერია, რომელსაც ევროპის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

გამოცემასთან საუბარში ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ ბრინკი სააკაშვილის მხარდამჭერია. 

„ისინი ბრინკს ახასიათებენ, როგორც პროფესიონალს, რომელსაც სააკაშვილისა და მისი პარტიის მიმართ პრეფერენცია არასდროს გამოუხატავს.ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკთხებში უეს მიჩელი ბრინკის ნომინირებას კულისებიდან ლობირებდა" - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. გამოცემის ინფორმაციით, მათ რამდენიმე ამერიკელმა და ქართველმა წყარომ განუცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღმა ბიძინა ივანიშვილი დგას.

გავრცელებულ ინფორმაციას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე გამოეხმაურა, რომლის თქმითაც „ეს ყველაფერი სიმართლესთან ახლოს არ არის".

„„ამერიკის შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მსგავსი ხასიათის განცხადებების გამეორება დამაზიანებელია, მათ შორის მედიის მხრიდან“, – თოთლაძის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

ცნობები უარყვეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც უარყვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^