Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინსპექტირების დეპარტამენტი: 80-ზე მეტი საწარმოდან უსაფრთხოების ნორმები ყველაში დარღვეულია

11 დეკემბერი, 2018 15:29

ოქტომბრიდან დღემდე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების მწარმოებელი 34 პირი შეამოწმა, – ამის შესახებ „პირველი არხი" წერს. 

მათი ცნობით, სამი ობიექტის შემოწმების ანგარიში დამუშავების პროცესშია. როგორც უწყებიდან პირველ არხს აცნობეს, შემოწმების შედეგად ყველა შემთხვევაში გამოყენებული იყო ადმინისტრაციული სახდელის სახე – გაფრთხილება.

შემოწმების შედეგად გაიცა მითითებები შემდეგი სახის დარღვევებზე:

საფრთხეების იდენტიფიცირების, რისკის შეფასების და მართვის სისტემის არარსებობა და არასრულყოფილება ორგანიზაციაში; პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველმყოფი აუცილებელი ზომების არარსებობა; სამუშაო ადგილზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობის იდენტიფიცირების ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების არქონა; ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უქონლობა; საწარმოო გარემო ფაქტორების შეუფასებლობა; სწავლებებისა და ინსტრუქტაჟების ჩაუტარებლობა; მანქანა-დანადგარების, ტექაღჭურვილობის უსაფრთხოების მდგომარეობის კონტროლის გაუმართავი პროცედურები; საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების გეგმის უქონლობა. კოლექტიური დაცვის საშუალებების არარსებობა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა პირველ არხს შემოწმებული კომპანიების ჩამონათვალიც მიაწოდა, ესენია: შპს „კვირიკე“ ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერის დამუშავება; შპს „კრიალა“ – საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური დანიშნულების ქაღალდის ნაწარმის წარმოება; შპს „ზდ ნავთობის კომპანია“ – ნავთობპროდუქტების წარმოება; შპს „თევანი“ – ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ვესტა ტექსტილი“ – ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება; შპს „ჭიათურმანგანუმ ჯორჯია“ – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება; შპს „ტობე“ – ბეტონის წარმოება; შპს „აია ტექსტილი“ – სპეცტანსაცმლის წარმოება; შპს „მემთექს ჯორჯია“ – ტანსაცმლის წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; სს „ქუთაისის მექანიკური ქარხანა“ – მანქანათმშენებლობის ძირითადი ტექნოლოგიური პროცესები; შპს „ფშაველა“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ; შპს „გზამგები“ – ასფალტბეტონის წარმოება, ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ბევრილი ჯგუფი“ – ფქვილის წარმოება; შპს „მოულდს ენდ მეტალს ჯორჯია“ – ფოლადის წარმოება; შპს „პროგრესი“ – ფქვილის წარმოება; შპს „დასა“ – ფეხსაცმლის წარმოება; შპს „ვარციხე 2005“ – ელექტროენერგიის წარმოება ჰიდროელექტროსადგურების მიერ; შპს „ფელინ გლობალი“ – ტანსაცმლის და აქსესუარების წარმოება; შპს „ინჯაფა“ – ლითონის სხვა მზა პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული სამუშაოები; შპს „ქუთაისცემენტი“ – ცემენტის წარმოება; შპს „იჯიეს“ – თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება; შპს „ოთსანა“ – პლასტმასის სამშენებლო ნაკეთობების წარმოება; შპს „ვიქტორია“ – ღორღიანი და ქვიშოვანი კარიერების დამუშავება; შპს „ლიდერი“ – ფქვილის წარმოება; შპს „ლევანტო“ – ფეხსაცმლის წარმოება; შპს „რუსთვაის ფოლადი“ – ფოლადის მილების, მილსადენების, ღრუ პროფილების და მსგავსი ფიტინგების წარმოება; შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ – ელექტროენერგიის წარმოება თბოელექტროსადგურების მიერ; შპს „გზა-მშენებელი“ – გზების და ავტობანების მშენებლობა; შპს „აისბერგ ფოთი“ – სასაწყობე მეურნეობა, ტვირთის სასაწყობე ოპერირება; შპს „ჯორჯიან ტექსტილი“ – სხვა ზედა ტანსაცმლის წარმოება შპს „ჩინეთის რკინიზგის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ – გზების და ავტობანების მშენებლობა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ცნობით, პირველი აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში შრომის პირობების უსაფრთხოება შემოწმდა 50-მდე საწარმოში, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს აწარმოებდნენ. მაშინაც დარღვევები ყველა შემოწმებულ ობიექტში აღმოჩნდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^