Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TIME-ის 2018 წლის ადამიანები: მოკლული და დაპატიმრებული ჟურნალისტები

11 დეკემბერი, 2018 17:44

ჟურნალმა TIME-მა წლის ადამიან(ებ)ი გამოავლინა. 2018 წელს ჟურნალმა ეს ტიტული მოკლულ და დაპატიმრებულ ჟურნალისტებს მიანიჭა. „დამცველები“ (The Guardians) ასე მოიხსენებს წლის ადამიანებს ცნობილი გამოცემა.

წელს უკვე ჟურნალისტთა რეკორდული რაოდენობაა ციხეში. აშშ-დან ფილიპინებამდე ოფიციალური პირები თავს ესხმიან მედიას, ობიექტურ ინფორმაციას ყალბ ახალ ამბებს უწოდებენ. TIME-ის წლის ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებულ გამოცემებში მუშაობდნენ, მაგრამ, როგორც ჟურნალი აცხადებს, მათ ერთი რამ ჰქონდათ საერთო - ყველა ჟურნალისტს სიმართლის გამო დაესხნენ თავს.

ჯემალ ხაშოგი

აშშ-ში მცხოვრები ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი The Washington Post-ზე საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სალმანის შესახებ კრიტიკულ სვეტებს წერდა.

ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოტყუებით მიიყვანეს, შემდეგ კი წამებით მოკლეს. ამერიკის ცენტრალური დაზვერვის ბიურო თავის წყაროებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ჟურნალისტის მკვლელობა თავად პრინცმა დაგეგმა.

თუმცა, ტრამპის თქმით, ამ ინფორმაციის უტყუარობა დაზსუტებული არ არის, პრინცმა შეიძლება, მკვლელობის შესახებ იცოდა, შეიძლება მან დაუკვეთა კიდეც, მაგრამ ისიც შეიძლება, რომ ეს არც გაუკეთებია.

The Capital Gazette

4 ჟურნალისტი და გაყიდვების მენეჯერი მერილენდის შტატში მასობრივი სროლის დროს მოკლეს. მკვლელი აღმოჩნდა პირი, რომელმაც მის შესახებ დაწერილ ამბავზე გაზეთთან დავა წააგო. გაზეთმა ის კრიმინალურ საქმიანობაში ამხილა.

ვა ლონე და კია სოი იო

The Reuters-ის ჟურნალისტები მიანმარში დააპატიმრეს და 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საერთაშორისო ძალისხმევა მათ გასათავისუფლებლად აქამდე უშედეგო აღმოჩნდა. მათ მიანმარის სახელმწიფო სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევას ედავება მასობრივი მკვლელობის გაშუქების დროს. ჟურნალისტები სამხედრო პირების მიერ როჰინგას მუსლიმების მასობრივ მკვლელობებს იძიებდნენ.

მარია რესა

CNN-ის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა მარია რესამ 2012 წელს ახალი გამოცემა Rappler შექმნა. ის ფილიპინების პრეზიდენტს, როდრიგო დუტერტეს აკრიტიკებდა. ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის განცხადებით, რესა ფილიპინებში მისი საქმიანობისთვის დააპატიმრეს.

ამ გახმაურებულ შემთხვევებთან ერთად TIME-ის განცხადებით, 2018 წელს იყო სხვა ბევრი შემთხვევა, როცა ჟურნალისტებს მათ საქმიანობაში ხელი შეუშალეს, დააპატიმრეს ან მოკლეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^