Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა

12 დეკემბერი, 2018 17:13

რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ დღეს 400 თანამშრომელი იძულებით შვებულებაში გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ქარხნის ადმინისტრაციამ გაავრცელა. 

„დღეს, 12 დეკემბერს რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში გაჩერდა ერთი ფოლადსადნობი ღუმლის კომპლექსი. წარმოების მოცულობის ეს შემცირება წინასწარ იყო გაცხადებული. ეს არის ირანიდან უხარისხო დემპინგური არმატურის მოზღვავებული იმპორტის შედეგი. 15 ნოემბერს ძალაში უნდა შესულიყო საზღვარზე სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი, რაც შეაჩერებდა უხარისხო არმატურის იმპორტს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კონტროლის შემოღებამ გადაიწია 15 იანვრამდე. წარმოების შემცირებამ გამოიწვია 400 თანამშრომლის იძულებით შვებულებაში გაშვება. ქარხნის ხელმძღვანელობა  იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის მექანიზმები უახლოეს მომავალში შევა ძალაში და შემდგომი სიმძლავრეების შემცირება აღარ გახდება აუცილებელი", - ნათქვამია ქარხნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^