Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტყიბულელი მეშახტეები შახტის დაუყოვნებლივ ამუშავებას მოითხოვენ

12 დეკემბერი, 2018 17:29

ტყიბულელი მეშახტეები შახტის დაუყოვნებლივ ამუშავებას მოითხოვენ, - ამის შესახებ „ლიბერალთან" საუბრისას მეშახტე ხვიჩა გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, „საქნახშირის" ხელმძღვანელობის თქმით, შახტი მუშაობას 1 იანვრამდე არ განაახლებს, თუმცა მეშახტეები შიშობენ, რომ ის შეიძლება დაიხუროს და მუშაობა საერთოდ არ განახლდეს. 

„ფინანსურმა დირექტომა გვითხრა, რომ პირველ იანვრამდე შახტი არ იმუშავებს. მე მებადება ეჭვი და არა მხოლოდ მე, არამედ თითოეულ ტყიბულელს, შახტი ამუშავდება კი საერთოდ? რატომ იცით?! გუშინ შახტი გაჩერდა, დღეს რუსთავი გაჩერდა... მაღარო შეიძლება გაჩერდეს, რა გვეშველება ჩვენ? ტყიბულს რა ეშველება? 1500 მეშახტეს რა გვეშველება?...", - ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, შახტში მუშაობა უნდა აღდგეს და ეტაპობრივად გაუმჯობესდეს უსაფრთხოების პირობები.

„არც ის გვინდა, რომ ამ შახტმა ისე იმუშაოს, რომ ჩემი ძმები და მეგობრები დაიღუპონ იქ. როგორც იღუპებოდნენ აქამდე... ჩვენი მოთხოვნაა, შახტი დაუყოვნებლივ ამუშავდეს, თუ არ ამუშავდა, ჩვენ ტყიბულელი მეშახტეები გავაკეთებთ პარალიზებას მთავრობის, რომელიც არის არჩეული ტყიბულის ხელმძღვანელობაში", - ამბობს გაბუნია.

„ლიბერალი" დეტალების გასარკვევად კომპანია „საქნახშირთან" დაკავშირებას ცდილობს.

მეშახტე: პრემიერთან შეხვედრის საშუალება ყველა მსურველს არ მიეცა, კითხვები შეთანხმებული იყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^