Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

vali.ge-ზე მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემები დაემატა

12 დეკემბერი, 2018 21:02

ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები განახლდა - ერთიან ბაზას „ვითიბი ბანკის“ მონაცემები დაემატა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ვებგვერდზე ატვირთულია ინფორმაცია  412 420 მსესხებლის,  695 644 სასესხო ჩანაწერის შესახებ, ჯამური დავალიანების თანხა  3,148,735,096 ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებგვერდზე ატვირთულია 7 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები:

• სს „საქართველოს ბანკი“

• სს „თიბისი ბანკი“

• სს „ლიბერთი ბანკი“

• სს „სილქ როუდ ბანკი“

• სს „ხალიკ ბანკი საქართველო“

• სს „იშბანკი საქართველო“

• სს „ვითიბი ბანკი“

„შეგახსენებთ, რომ ვებგვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა სამი მარტივი ეტაპის გავლა: • მსესხებლის პირადი ნომრის შეყვანა; • დაბადების დღე/თვე/წელი შეყვანა; • უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა. აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება. პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხდებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^