Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კახიანი: დასანანია, რომ ყველა დეპუტატი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას

12 დეკემბერი, 2018 21:42

ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა. პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.

„დღეს განვიხილეთ ბიუჯეტი და დღესვე იყო შესაძლებელი, რომ კენჭისყრა ჩატარებულიყო ბიუჯეტის პროექტზე. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ იყო კვორუმი, მოგვიწევს ხვალ კენჭისყრის ჩატარება. შედეგის თვალსაზრიდით ეს არაფერს ცვლის. რა თქმა უნდა ამ ბიუჯეტს ჩვენს აუცილებლად მივიღებთ, თუმცა დასანანია, რომ პარლამენტის ყველა წევრი სათანადოდ ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას, რომ იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში მაშინ, როდესაც არის საჭირო და მიიღონ მონაწილეობა კენჭისყრაში“, - განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, პარლამენტმა ახალი რეგლამენტი მიიღო, რომელიც ამოქმედდება პრეზიდენტის ფიცის დადების დღიდან და ეს რეგლამენტის კიდევ უფრო ამკაცრებს სანქციებს შემთხვევებზე, როდესაც არასაპატიო მიზეზით ხდება სხდომებზე არ დასწრება.

კვორუმის არარსებობის გამო 2019 წლის ბიუჯეტის პროექტზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^