Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC რატიანის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და პოლიციელთა მიმართ დევნის დაწყებას მოითხოვს

12 დეკემბერი, 2018 22:19

„პოლიციის მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობიდან ერთი წელი გავიდა. თუმცა, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პასუხისგებაში მიცემული არ არის საქმეში მონაწილე არცერთი პოლიციელი, ასევე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული არ აქვს თავად ზვიად რატიანს",- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) რატიანის საქმეზე პროკურატურას მიმართავს და პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს.

აღნიშნული მოთხოვნით წერილობითი განცხადებით EMC-იმ უკვე მიმართა თბილისის პროკურატურას.

EMC მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებები, ერთობლიობაში ქმნის საკმარის საფუძველს, რომ ზვიად რატიანის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში ჩატარებული საპოლიციო რეიდის ფარგლებში, პოლიციამ შეაჩერა და ადმინისტრაციული წესით დააკავა ზვიად რატიანი. დაკავებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებული ზვიად რატიანის მიმართ, ფიზიკური შეურაცხყოფა რამდენიმე ეპიზოდად განახორციელეს, მათ შორის, პოლიციის მანქანით მისი ტრანსპორტირებისას და შემდგომში, დროებითი მოთავსების იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზვიად რატიანის დაზიანებები აღბეჭდილი და დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციით. გამოძიების მასალებით ასევე დადგენილია, ერთ საათზე მეტ ხანს, დაკავებული ზვიად რატიანის დაყოვნება პოლიციის მანქანაში დროებითი მოთავსების იზოლატორთან, რის შესახებაც პოლიციას დამაჯერებელი განმარტებები არ წარმოუდგენია. შესაბამისი ექსპერტიზებით ასევე დგინდება პოლიციის მანქანაში ზვიად რატიანის სისხლის კვალის არსებობის შესახებ. გასათვალისწინებელია, რომ ზვიად რატიანმა ამოიცნო პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.

ამ პირობებში, გაუგებარი და სამართლებრივად გაუმართლებელია, გამოძიების დამატებითი გაჭიანურება ყოველგვარი კონკრეტული შედეგის დადგომის გარეშე.

ზვიად რატიანის მიმართ ჩადენილი ძალადობის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ნება სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე ხილვადი და დადასტურებული არ ყოფილა. გამოძიების ერთწლიანი მიმდინარეობის შემდეგაც, ზვიად რატიანს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. EMC-მ ხუთჯერ მიმართა თბილისის პროკურატურას ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით, თუმცა პროკურატურა ყოველ ჯერზე, დაუსაბუთებლად უარს აცხადებდა სტატუსის მინიჭებაზე. ამ დრომდე, საქმეზე გამოძიება უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს, რაც მომხდარის არასწორ სამართლებრივ შეფასებას წარმოადგენს. პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის, განზრახ დამამცირებელი მოპყრობა და მიყენებული დაზიანებების სიმრავლე და ხასიათი, საწყისი ეტაპიდანვე გამოძიების არასათანადო მოპყრობის კვალიფიკაციით წარმართვას მოითხოვდა.

EMC-ის შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი ხარვეზების მიუხედავად, ამ დროისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებები, ერთობლიობაში ქმნის საკმარის საფუძველს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისა და ზვიად რატიანის ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე პოლიციელების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის", - წერს EMC.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^