Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მედიამონიტორინგი - საარჩევნო პერიოდში „ლიბერალი“ მიუკერძოებელ და სიღრმისეულ გაშუქებას ახერხებდა

13 დეკემბერი, 2018 13:04

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის მიხედვით, მაშინ როცა ტელესივრცე პოლარიზებულია და არჩევნებს ზედაპირულად აშუქებდა, არაერთ ონლაინგამოცემაში გვხვდებოდა არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების მიუკერძოებელი და სიღრმისეული გაშუქება, მათ შორისაა „ლიბერალი“.

მედიამონიტორინგის ანგარიშით, „ლიბერალი“ მკითხველისთვის არა მხოლოდ ზედაპირული, არამედ სიღრმისეული ანალიზის მიწოდებას ახერხებდა, როგორც საარჩევნო პროცესებთან, ასევე კანდიდატების საარჩევნო პროგრამებთან, მათი დაფინანსების წყაროებსა და არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ბოლო სამი წლის ტენდენციების გათვალისწინებით, ანგარიშში წერია, რომ ვებგვერდების უმეტესობისთვის გამოწვევად მაინც რჩება სიღრმისეული გაშუქება. ეს გამოცემები პოლიტიკოსების, სახელმწიფო უწყებებისა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებების ყოველდღიური გაშუქებით შემოიფარგლება,

„სამწლიანი მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა სულ რამდენიმე ვებგვერდი - netgazeti.ge, civil.ge, on.ge, liberali.ge და რიგ შემთხვევაში tabula.ge - რომლებიც ახერხებდნენ საკითხების სიღრმისეულ და მრავალმხრივ გაშუქებას, ცალკეულ სტატიებში განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენასა და ორიგინალური სარედაქციო მასალების შექმნას“, - ნათქვამია მონიტორინგის დასკვნით ანგარიშში.

2018 წლის მედიამონიტორინგის ანგარიში 18 ივნისს დაიწყო და არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით გაგრძელდა. მონიტორინგში 37 სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ-მედიაგამოცემა მოხვდა. 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნით ანგარიშში წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად განხილულია ბოლო სამი წლის ტენდენციები.

მედიამონიტორინგი ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს - საქართველომ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა.

მედიამონიტორინგის მიხედვით, ზოგადად ქართულ ონლაინმედიაში ყოველწლიურად იკლებს პოლარიზაცია და ვებგვერდების უმეტესობა ახერხებს მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას საარჩევნო პერიოდში. ანგარიშში წერია, რომ ყოველწლიურად მცირდება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები.


მეთოდოლოგია: მონიტორინგისთვის შერჩეულ ვებსაიტებზე დაკვირვება ხდებოდა როგორც რაოდენობრივად, ასევე თვისებრივად. რაოდენობრივი დაკვირვების დროს ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე თუ რა სიხშირითა და ტონით შუქდებოდნენ მონიტორინგის სუბიექტები შერჩეულ ონლაინ გამოცემებში. თვისებრივი დაკვირვების დროს კი ყურადღება ეთმობოდა იმას, თუ რამდენად იცავდნენ აღნიშნული გამოცემები ჟურნალისტურ სტანდარტებს, როგორებიც არის, მოვლენების მრავალმხრივი დამიუკერძოებელი გაშუქება, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, ინფორმაციის წყაროთა სანდოობა და მრავალფეროვნება და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^