Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პოლარიზაცია და ზედაპირული გაშუქება ტელემედიაში - მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში

13 დეკემბერი, 2018 14:01

მედიამონიტორინგის დასკვნითი ანგარიშის მიხედვით 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდება ტელემაუწყებელთა პოლარიზაცია. ტელესივრცე ორ პოლუსიანი ხდება, სადაც ერთი ნაწილი მიკერძოებულია ოპოზიციის, მეორე კი ხელისუფლებისადმი.

2018 წლის მედიამონიტორინგის ანგარიშში 18 ივნისს დაიწყო და არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით გაგრძელდა. მონიტორინგში 37 სამაუწყებლო, ბეჭდური და ონლაინ მედიაგამოცემა მოხვდა. 13 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნით ანგარიშში წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად განხილულია ბოლო სამი წლის ტენდენციები.

მედიამონიტორინგი ევროკავშირმა, გაეროს განვითარების პროგრამამ და სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, ინტერნიუს - საქართველომ და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა ჩაატარა.

ანგარიშის მიხედვით, ერთ პოლუსზე იყო „რუსთავი 2“, მეორეზე - „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“.

მონიტორინგის ანგარიშით, ამ პოლარიზაციამ 2018 წელს პიკს მიაღწია. არასასურველი კანდიდატების გაშუქებას თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები.

2016, 2017 წლებში „იმედის“ მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოალურ დამოკიდებულებში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული.

მედიამონიტორინგის ანგარიშში წერია, რომ 2017-2018 წლებში „იმედის“ მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაც.

„არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუ 2016 წელს არხზე არ გამოვლენილა მიკერძოების მნიშვნელოვანი ტენდენცია, 2017‐2018 წლებში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო და ოპოზიციის კანდიდატის ნეგატიურმა გაშუქებამ იმატა. ასევე ეთერიდან გაქრა ტოქშოუები, რომლებშიც კანდიდატებს მწვავე კითხვებზე უწევდათ პასუხის გაცემა“, - ნათქვამია ანგარიშში.

საპირისპირო ტენდენცია აქვს აჭარის ტელევიზიას. რომელიც ბოლო წლებში მიუკერძოებელ ტელევიზიად დარჩა, მაგრამ მონიტორინგის მიხედვით, ისევ პრობლემად რჩება სიღრმისეული გაშუქება.

ასევე მიუკერძოებელია „ტვ პირველი“, მის ეთერში არ შეიმჩნეოდა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ტენდენციურად გაშუქება.

2018 წლის არჩევნების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, ანგარიშის მიხედვით, არასასურველი კანდიდატის ნეგატიური გაშუქება იყო.

„თუკი 2016‐2017 წლებში მიკერძოება დადებითად წარმოჩენაში გამოიხატებოდა, 2018 წელს არხების სარედაქციო პოლიტიკის მთავარი ინდიკატორი უარყოფითი გაშუქება გახდა, რაც არა მხოლოდ ტოქშოუებსა თუ საავტორო გადაცემებში, არამედ საინფორმაციო გამოშვებებშიც ცალსახად ჩანდა. ეს განსაკუთრებით ცხადი იყო „რუსთავი 2‐ის“ და „იმედის“ ეთერში. მათ მიერკანდიდატებზე მომზადებული სიუჟეტები მანიპულაციით და ეთიკური პრინციპებისდარღვევით გამოირჩეოდნენ“, - წერია მედიამონიტორინგის ანგარიშში.

მედიამონიტორიგნის მიხედვით, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ როგორც „იმედი“, ისე პირველი არხი ხელისუფლების ნარატივის გატარებას ცდილობდა. ეს განსაკუთრებით ტოქშოუებში იგრძნობოდა. მინისტრების თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა სტუმრობისას ნაცვლად ცხარე დისკუსიისა და კრიტიკული კითხვებისა, წამყვანები ფაქტობრივად ზოგად თემებზე საუბარს სთავაზობდნენ, რათა რესპონდენტებს სასურველი მიმართულებით განევრცოთ და ეთერი საკუთარი მოსაზრებების გასავრცელებლად გამოეყენებინათ.


მეთოდოლოგია: ახალი ამბების მედიამონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივი მოიცავს სუბიექტებისთვის დათმობილი დროს, პირდაპირ და ირიბ სსაუბარსა და გაშუქების ტონს. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება.

გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და ასევე მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს საკუთარ თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი). როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ფასდება დათმობილი დროის ტონი. ყურადღება ექცევა როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სიუჟეტის მთლიან კონტექსტს.

თვისებრივი მონიტორინგისას ფასდება ბალანსი ანუ რამდენად არის სიუჟეტებში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის გარშემო რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ასევე სიზუსტე, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდებოდა თუ რამდენად შესაბამისი იყო ერთმანეთთან ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (კადრები, რესპონდენტების კომენტარები).

ტოქშოუების შემთხვევაში მონიტორები აკვირდებოდნენ, თუ როგორ ჩანდნენ კვლევის სუბიექტები გადაცემებში. თითოეულ ტოქშოუს აფასებდნენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

არის თუ არა გადაცემის თემა რელევანტურად შერჩეული, რამდენად შესაბამისია მოწვეულ სტუმართა კვალიფიკაცია სადისკუსიო თემასთან, სტუმრების შერჩევისას ხომ არ იკვეთება მიკერძოება, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა, რამდენად კარგად მართავს დისკუსიას წამყვანი, როგორია მისი კითხვები, არის თუ არა წამყვანი მომზადებული, აძლევს თუ არა ის სტუმრებს ცრუ ინფორმაციის გავრცელების საშუალებას, გადაცემა ხომ არ არის გამოყენებული სიძულვილის ენის გასავრცელებლად.

საერთო ჯამში, იღებს თუ არა მაყურებელი რაიმე დამატებით ინფორმაციას, რაც მას გაცნობიერებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^