Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზუგდიდის მერიამ 5 მილიონზე მეტი დახარჯა ყინულის მოედანზე, რომელზეც ჰოკეის უფუნქციო განყოფილებაა მიბმული - ფლანგვის დეტექტორი

13 დეკემბერი, 2018 15:31

„ფანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით, ზუგდიდში 2012 წელს აშენებული ყინულის მოედანი ორჯერ დაზიანდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის ეტაპზეა, რისთვისაც წელს 408,000 ლარია გამოყოფილი. 

ორგანიზაციის ინფორმაციით, დღემდე უფუნქციო ყინულის მოედნის რემონტის დაგეგმილი ხარჯი აღემატება ვეტერანთა, შშმ პირთა, მარჩენალდაკარგულთა სოც. დაცვის, დევნილთა მხარდაჭრისა და სოციალური საცხოვრისის პროგრამის ჯამურ ხარჯებს. 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა.ა.ი.პ სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრი. აღნიშნულ ცენტრს აქვს ჰოკეის განყოფილება. ცენტრის ხელმძღვანელის დავით კვაშილავას განცხადებით, ჰოკეის განყოფილება წლებია რაც ზუგდიდში არსებობს: „ის მიბმულია ყინულის მოედანს, თუმცა იქ არავინ არ არის დასაქმებული. ბიუჯეტიდან კი ფინანსდება ა.ა.ი.პ რომელშიც მხოლოდ ფორმალურად არის ჰოკეის განყოფილება“.
ყინულის მოედნის მშენებლობა, რომელზეც ჰოკეის კლუბია მიბმული, 2012 წელს დაიწყო და 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. თუმცა 2018 წლამდე ორჯერ დაზიანდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის ეტაპზეა. მოედანი პირველად 2015 წელს დაზიანდა. მას რაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარე, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო. 2018 წელს კი კვლავ გამოცხადდა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 407,830 ლარია გამოყოფილი.
2018 წლის მონაცემებით ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრისათვის 1,160,000 ლარია გამოყოფილი, რომლის 96% (1,117,000 ლარი) 130 თანამშრომლის ხელფასებზე უნდა წავიდეს. 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ჯამში 9 მსგავს სახელმწიფო კომპანიას (ა.ა.ი.პ.-ს) აერთიანებს, სადაც ჯამში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^