Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარნეულის ყოფილმა მერმა, თეიმურაზ აბაზოვმა საპატიმრო დატოვა

13 დეკემბერი, 2018 17:58

სათემო რადიოს „რადიო მარნეულის“ ინფორმაციით, ყოფილი მერი თეიმურაზ აბაზოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ აბაზოვის მეგობარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. 

ინფორმაცია ამის შესახებ „ლიბერალს“ პროკურატურაში დაუდასტურეს. კერძოდ მოსამართლემ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, 10 000 ლარის გირაოთი შეუცვალა. 

„დაცვის მხარის პოზიციით, მოწმეები უკვე დაკითხულები არიან, მათზე გავლენის მოხდენის საშიშროება აღარ არსებობს და ამიტომ მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. საქმის არსებით განხილვა გრძელდება" - ამბობენ პროკურატურაში. 

მას სექტემბერში ბრალი 157-ე პრიმა პირველი და მეორე მუხლებით დაუმძიმდა, რაც გულისხმობს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფას. თემურ აბაზოვი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებით 13 ივნისს დააკავეს. 14 ივნისს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეუფარდა.

 პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა ელჩინ ალახვერდიევს შეაფურთხა სახეში და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ აიძულა, ჩართულიყო ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, მოეხადა ბოდიში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა თავისი ცოლისთვის, ბოლოს კი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა, თემურ აბაზოვმა ძალადობით, ღირსების შელახვის მუქარით, ელჩინ ალახვერდიევი აიძულა მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^