Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გრიგოლ ვაშაძე: ცოტას ვიჭიდავებთ და მერე ვნახავთ

16 დეკემბერი, 2018 13:02

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას წაართვეს გადაადგილების თავისუფლება. კითხვაზე თუ რას აპირებენ თელავისკენ მიმავალ გზაზე შეკრებილი ოპოზიცია ვაშაძე პასუხობს: წინ გადაკეტილი გვაქვს, უკან გადაკეტილი გვაქვს. არ ვიცი, ვნახავთ რას დავაპირებთ, ვიჭიდავებთ ცოტას და მერე ვნახავთ. 

„ჯერ არჩევნები და სახელმწიფო წაგვართვეს, ახლა გვართმევენ გადაადგილების თავისუფლებას. ეს არის შევარდნაძის პოლიცია, შესაბამისი სიფათები აქვთ და შესაბამისი უფროსები ჰყავთ. რომ ჰკითხო რატომ არ გვიშვებო, უსაფრთხოებაო გიპასუხებენ, ვისი უსაფრთხოება? სალომე ზურაბიშვილის? ვის რად უნდა ზურაბიშვილი? ან დაცვა რად უნდა? გამოვიდეს ქუჩაში მშვიდად ივლის, საქართველოა. სამსარცხვინო დროში ვცხოვრობთ“, - განაცხადა ვაშაძემ. 

ყვარლის გადახვევთან ოპოზიციის კოლონა შეფერხებულია. მათი თქმით, პოლიცია ავტობუსით ცდილობს გზის გადაკეტვას. 

დაპირისპირებაა სოფელ ჩუყლაყშიც თელავისკენ მიმავალ გზაზე გაერთიანებული ოპოზიიის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს გზა გადაუკეტა, რის გამოც გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების საავტომობილო კოლონას გადაადგილების საშუალება არ ეძლევა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^