Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზოგჯერ პოლიციელის უფლებებსაც სჭირდება დაცვა - გახარია სახალხო დამცველს

16 დეკემბერი, 2018 16:23

„რამდენიმე ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული. ბოდიში და მადლობა პოლიციელებს და ვპირდები მათ, რომ თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება და სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ, ყველა მიეცემა პასუხისგებაში.

სახალხო დამცველს ასევე მინდა, მოვუწოდო, მიაქციოს ყურადღება, თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციელის, ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოსამსახურის უფლებებსაც სჭირდება დაცვა. ხანდახან მინდა გავახსენო მას ეს." - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებაზე ჟურნალისტის შეკითხვას. 

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა შსს-ს მოუწოდა, უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით.

„აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით“, - აცხადებს ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ისინი აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს და კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლიან შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^