Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა საჩუქრები მიიღეს პარლამენტის წევრებმა 2017-2018 წლებში - TI

21 დეკემბერი, 2018 13:33

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” აქვეყნებს ინფორმაციას 2017-2018 წლებში დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მსხვილი საჩუქრების შესახებ, რომლებსაც დეპუტატები ძირითადად ახლო ნათესავებისგან იღებენ. ინფორმაცია თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს ეყრდნობა.

როგორც ორგანიზაციის მონიტორინგის შედგებშია აღნიშნული, 2017-2018 წლებში უმრავლესობის წევრმა კახაბერ ოქრიაშვილმა შვილისგან საჩუქრად მიიღო წილი, რომლის ღირებულებაც დეკლარაციის მიხედვით 1 250 000 ლარს შეადგენს.

უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა მამისგან საჩუქრად 120 000 აშშ დოლარი მიიღო.

ირაკლი სესიაშვილის მეუღლემ, თინათინ კიკილაშვილმა ნათესავისგან საჩუქრად მიიღო აქციები, რომლის ღირებულებაც 12 900 აშშ დოლარს შეადგენს.

უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ ოჯახის წევრისგან საჩუქრად 56 000 აშშ დოლარი მიიღო.

უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის მეუღლემ თინათინ აბრალავამ საჩუქრად მიიღო ორი ბინა 170 000 ლარისა და 60 000 ლარის ღირებულების. დეკლარაციაში მითითებული არ არის საჩუქრის გამცემი. 

უმრავლესობის წევრის შალვა კიკნაველიძის მეუღლემ თათია სახელაშვილმა, მშობლებისგან საჩუქრად მიიღო 22 000 აშშ დოლარის ღირებულების ავტომანქანა.

უმრავლესობის წევრიმა ნინო წილოსანმა მამისგან საჩუქრად 100 000 ლარი მიიღო.

იხილეთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონიტორინგის შედგები:

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^