Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზვიად ქორიძემ და ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია დატოვეს

03 იანვარი, 2019 12:35

შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ და კომისიის წევრმა, ეკა გიგაურმა შეწყალების კომისია დატოვეს. ზვიად ქორიძემ ეს ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა. მისი თქმით, განცხადება კომისიიდან გასვლის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე ჩააბარა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა კი ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა. მისი თქმით, 5-წლიანი მუშაობის შემდეგ კომისიის დატოვების შესახებ განცხადება ნოემბერში დაწერა.

„შეწყალების კომისიის განახლებას აპირებს პრეზიდენტიო, მაგრამ ერთი უზუსტობაა - მე ჯერ კიდევ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს, კომისიის ბოლო სხდომის შემდეგ ნოემბერში თავად დავწერე განცხადება (კომისიის სხვა რამდენიმე წევრიც აპირებდა იმავეს თუ არ ვცდები ) და 5-წლიანი მუშაობის შემდეგ დავტოვე კომისია. ამიტომ ალბათ უფრო შევსებას აპირებს კომისიის განახლებასთან ერთად. 

აქვე ძალიან დიდ მადლობა მინდა გადავუხადო ზვიად ქორიძეს! მგონია, რომ ის იყო ყველაზე გამორჩეული კომისიის თავმჯდომარე," - წერს ეკა გიგაური. 

ფოტო: „რადიო თავისუფლება“ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 ივნისი
15 ივნისი

ირაკლი კობახიძე: მოქალაქეთა ორი ჯგუფის დ ...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, როცა მოქალაქეთა ორი „საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი&ld ...
15 ივნისი
15 ივნისი

მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს ...

სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისს გამართულ აქციაზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის განცხადებით, კონტრაქ ...
15 ივნისი
15 ივნისი

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები დაპირი ...

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ აქტივისტების გამართულ ა ...
^