Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კობახიძე უზენაესის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას მთხოვდა - ბესელია

07 იანვარი, 2019 17:24

ეკა ბესელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წლის ბოლო სამუშაო დღეს იურიდიული კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას და უზენესის მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაჩქარებულად განხილვას სთხოვდა.

როგორც ბესელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, ის საკითხის დაჩქარებული წესით განხილვის წინააღმდეგი იყო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომით, ეს პროცესი გადადო.

"იყო მოთხოვნა, რომ მე როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს დამენიშნა სხდომა პარასკევს. პარასკევს სხდომის ჩანიშვნის იდეა ირაკლი კობახიძემ მომაწოდა. პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩემდა სამწუხაროდ, მიაჩნდა, რომ შესაძლებელი იყო ამ სხდომის ჩატარება პარასკევსვე და ამ სხდომაზე ამ სიის მხარდაჭერა და იმავე დღეს სესიაზე ამ სიის გატანა. ეს იყო ჩემთვის წარმოუდგენელი რამ. ვიდრე შინაარსზე ვისაუბრებდი, თვითონ ფორმაც, სულ რომ იდეალური ყოფილიყო ის სია და არ ყოფილიყო მასში ისეთი გვარები, რომელიც პირდაპირ კავშირშია ძველი რეჟიმის ძალადობრივი სისტემის სასამართლოსთან, რომლის შეცვლასაც წლების განმავლობაში მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში, პლასტიკური ტყვიების, ხელჯოხების, გაზის გამოყენების თუ სპეცრაზმის დარბევის ქვეშ ვიცავდით და არასდროს დაგვიხევია უკან ამ ბრძოლაში... წარმოიდგინეთ მოცემულობა, რომ მე, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც პოლიტიკაში იმიტომ აღმოვჩნდი, რომ ქვეყანაში არ არსებობდა მართლმსაჯულება და იმაზე უფრო კომფორტული კაბინეტი მქონდა, ვიდრე ახლა ბატონი კობახიძეა შესული. იმაზე უფრო კომფორტულ კაბინეტზე ვთქვი უარი 2006 წელს, როდესაც ადვოკატი ვიყავი, ჩემი საკუთარი კომპანია მქონდა, კომფორტული გარემო და თავისუფლება მქონდა, მაგრამ არ მქონდა სასამართლო. როცა ქუჩაში გავედით და ძალიან ბევრნი ვიბრძოდით, მაგრამ არა ის ადამიანები, ვინც დღეს გვიპირისპირდება, მე არცერთი მათგანი ბრძოლაში არ მინახავს. 2016 წელს ძალიან ადვილია, გამარჯვებულ გუნდთან მიხვიდე“, - განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

„დედა ენის“ კომისია დაკომპლექტდა - ვინ ა ...

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო  ...
24 მაისი
24 მაისი

ქუთაისში ადვოკატსა და მის ოჯახზე თავდასხ ...

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინფორმაციით, 18 მაისს ქალაქ ქუთაისში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ადვოკატ ...
24 მაისი
24 მაისი

თბილისის ბაგა-ბაღებს საკვები პროდუქტით კ ...

თბილისის ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან საკვები პროდუქტით კომპანია „მზიური“ მოამარაგებს -  აღნ ...
^