Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ პარლამენტი მოსამართლეების ამ სიას დაუჭერს მხარს, უმრავლესობას დავტოვებ - ნაცვლიშვილი

08 იანვარი, 2019 16:46

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ, თუ საპარლამენტო უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარმოდგენილ სიას მხარს დაუჭერს, საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.

"ეს სია უნდა გაიწვიონ. თუ ჩვენ ვაღიარებთ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ხასიათს და ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელისუფლება ეფუძნება სისტემას, რომელსაც ჰყავს თავისი მოსამართლეები, მაშინ, შესაბამისად, ეს მოსამართლეები არ უნდა იყვნენ გამწესებული სასამართლოს დაბალ დონეზეც კი. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ე.ი. ვამბობთ, რომ წინა ხელისუფლება იყო ერთ-ერთი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც არჩევნების შედეგად უბრალოდ დამარცხდა. საკითხი დგას შემდეგნაირად: ვაღიარებთ იმას, რისთვისაც ვიბრძოლეთ თუ უარვყოფთ. ეს დაპირისპირება, ცხადია, არის და ის გამოსულია გარეთ. რა სიმწვავე ექნება ამ პროცესს, ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას. თუ მოსამართლეების საკითხი ისევ იდგება დღის წესრიგში და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება, ისევ თუ იმ ტიპის სია შემოვა, რა სიაც იყო შემოსული და უმრავლესობა მხარს დაუჭერს, მე საპარლამენტო უმრავლესობას დავტოვებ. ე.ი. ჩვენს შორის არის ფუნდამენტური განსხვავება ამ მნიშვნელოვან საკითხზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^