Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო აფთიაქებს მოუწოდებს „ტამიფლუს" ფასი „შეძლებისდაგვარად დაწიონ"

10 იანვარი, 2019 15:44

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოუწოდებს  ფარმაკოლოგიურ კომპანიებს, ვინც საქართველოში პრეპარატ „ტამიფლუს" დისტრიბუციას ეწევა, "გამოიჩინონ სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა და შეძლებისდაგვარად დაწიონ ფასები".

"რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, მათ ამის შესაძლებლობა გააჩნიათ" - ამბობს მინისტრი. 

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფასი, სერგეენკო ამბობს, რომ ეს სავარაუდოდ ამ ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკითაა განპირობებული და თავად წამალს კი არ აქვს განსხვავებულ ფასები, არამედ სხადასხვა ქვეყანა სხვადასხვა დოზით აფინანსებს პრეპარატის შეძენას. 

მის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში პრეპარატის დეფიციტი არ არსებობს, თუმცა სახელმწიფომ კვლავ განახორციელა შეკვეთა და ხვალ  რეზერვები 10 000 კოლოფით შეივსება. 

მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას წამალი არ მიიღონ თვითნებურად და მიმართონ ექიმს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 აპრილი
21 აპრილი

4 ლგბტ აქტივისტს ჰომოფობიური მოტივით ფიზ ...

ლგბტ აქტივისტი გიორგი თაბაგარი აცხადებს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მას და კიდევ 3 აქტივისტს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კლუბის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ბრა ...

ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმღვანელის, ნინო ჯღარკავას შვილის მიმართ მუქარის ...
20 აპრილი
20 აპრილი

ზუგდიდში მოწამლული 10 უცხოელი ბავშვის სა ...

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 უცხოელი ბავშვი გადაიყვანეს. როგორც „ლიბერალს“ „ევექსში&ldqu ...
^