Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

11 იანვარი, 2019 15:25

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარზე ჩავიდა და მესაზღვრეებს შეხვდა. როგორც მან განაცხადა, თუ მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობასთან დაკავშირებით კონგრესთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, დიდი ალბათობით საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. 

„მე მაქვს აბსოლუტური უფლება, გამოვაცხადო საგანგებო მდგომარეობა“ - თქვა მან. 

კონგრესმა არ დაამტკიცა ბიუჯეტი  და ფედერალურ მთავრობას დაფინანსება შეუჩერდა. ამის მიზეზი კი საზღვარზე კედლის ასაშენებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა გახდა, რასაც დემოკრატები ეწინააღმდეგებიან. სწორედ ამ მიზეზით, 22 დეკემბრიდან აშშ-ში ე.წ. „შათდაუნი", მთავრობის ნაწილობრივი გათიშვა მოჰყვა. ფედერალური მთავრობის ნაწილმა მუშაობა შეაჩერა და 800 000 საჯარო მოხელე უხელფასო შვებულებაში გავიდა. 

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში, ტრამპს კონგრესის თანხმობისა და დაფინანსების გარეშე შეუძლია საზღვარზე კედლის ასაშენებლად თავდაცვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^