Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილის თქმით იქმნება ფონდი, საიდანაც პრეზიდენტი საკუთარ ხელფასს საქველმოქმედო ინიციატივებს მოახმარს

11 იანვარი, 2019 17:16

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გაუქმდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი და მის მაგივრად იქმნება ახალი, რომელშიც პრეზიდენტი საკუთარ ხელფასს გადარიცხავს და ამ თანხას საქველმოქმედო ინიციატივებს მოახმარს, - ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„გადავწყვიტე, მოვნახო ფონდის ახალი ფორმა, რომელიც იქნება ორიენტირებული ახალ ინიციატივებსა და ქველმოქმედებაზე, რადგან ვფიქრობ, პრეზიდენტი უნდა იყოს მსგავსი იდეების მფარველი. პრეზიდენტის ფონდის მაგივრად, შევქმნით ახალ ფონდს, რომელიც უნდა შეიქმნას კერძო საწყისზე, ჩემი ეგიდითა და საზოგადოებრივი პირების დახმარებით, სადაც ყოველთვე ჩემს პრეზიდენტის ხელფასს გადავრიცხავ. მე საფრანგეთში მაქვს პენსია და ამიტომ, ჩემს ხელფასს ამ საქველმოქმედო ინიციატივას მოვახმარ", - აღნიშნა პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^