Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სალომე ზურაბიშვილი ცილისწამების აკრძალვის საკითხზე მუშაობას აპირებს

11 იანვარი, 2019 17:25

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს ხვდება. მან თავის მოხსენებაში ცილისწამების შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციით არ აქვს საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის უფლება, თუმცა აქვს „მორალური ინიციატივის“ უფლება. 

„კიდევ ერთი თემა, რომელიც მე ვახსენე ჩემი საახალწლო მილოცვის დროს და რომელზეც მინდა, ვისაუბრო,  ეს არის ცილისწამების შესახებ კანონი.

როგორც იცით, პრეზიდენტს არ აქვს ახალი კონსტიტუციით,  საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება ჰქონდეს მოსაზრება ან მორალური ინიციატივის უფლება, რომელიმე თემა აწიოს და ამ თემაზე მიმართოს კანონმდებელს, მთავრობას და საზოგადეობას. ეს არის ის თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, რომელმაც ძალიან დიდი ვნებათაღელვა წამოწია საზოგადოებაში.  საჭიროა ამის დაწყნარება.

ამავე დროს მე კარგად მესმის, რომ დაცული იყოს სიტყვის თავისუფლება და ხშირად ეს ორი პრინციპი დაპირისპირებაშია,  მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებმაც ეს გადაწყვიტეს. მაგალითად, საფრანგეთი, რომელმაც მიღო კანონი ცილისწამების შესახებ, მაგრამ საკონსტიტუციომ დაამტკიცა რომ ეს არ მოდიოდა წინააღმდეგობაში არც სიტყვის თავისუფლებასთან არც მთავარ ადამიანის უფლებებთან. ამ კუთხით უნდა ვიმუშაოთ, ეს უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^