Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ ჩვენი საპატრიარქო მილოცვისგან თავს იკავებს, მე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ - ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე

11 იანვარი, 2019 17:34

ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი პრესკონფერენციას მართავს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ფიქრობს პრეზიდენტი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებაზე და რატომ არ მიულოცა ამის გამო უკრაინის მოსახლეობას, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ეს საკითხი მასზე უკეთ საქართველოს საპატრიარქომ იცის და ის თავს შეიკავებს ამაზე ლაპარაკისგან:

„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა მნიშვნელობა ჰქონდა ავტოკეფალიის აღდგენას 1917 წელში. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სიძლიერის საწინდარი და ასეთი გამოცდილება უკრაინას არ აქვს. ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელებისთვის მილოცვა, რომ არ ვიყო პრეზიდენტი. საქართველოს საპატრიარქომ ჩემზე უკეთ იცის ეს საკითხი და მეტად ანიჭებს ყურადღებას. თუ ჩვენი ეკლესია ფრთხილობს და თავს იკავებს მილოცვისგან, რაღაც შედეგების გამო, რომელიც ყველას გვესმის რას ეხება, მე არ შემიძლია ამაზე პასუხისმგებლობის აღება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^