Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მე აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა - ზურაბიშვილი სასამართლოს შესახებ საუბრისას

11 იანვარი, 2019 17:47

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

„დავიწყოთ იმით, რომ სასამართლო, სასამართლო რეფორმა და ნდობა სასამართლოს მიმართ არის ქვაკუთხედი ჩვენი დემოკრატიის და ყველაფერი სხვასი. ჩვენი ევროკავშირში მომავლის ქვაკუთხედი  და საწინდარი არის ის, თუ როგორი იქნება სასამართლო. სასამართლოს მიმართ ნდობა უნდა არსებობდეს, არამხოლოდ ჩვენი საზოგადოების, არამედ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ. ჩვენ ვიცით, რომ უნდა გადავიდეთ არსებული რეფორმის მე-4 სტადიაზე და ეს არის ის, რაც ჩვენი საზოგადოების, შემდეგი თაობების მომავალს განაპირობებს. ყველანი, მთელი საზოგადოება და როგორც საზოგადოების წარმომადგენელი, არ შეიძლება, რომ პრეზიდენტი ამ პროცესის მიმართ დიდი ყურადღებით არ იყოს. თუ რა სისწრაფით იქნება რეფორმის მეოთხე ეტაპი, როგორ ეკიდება ამას საზოგადოება, ამ კუთხით მე არ ვარ არც ინდიფერენტული, არც ნეიტრალური", - აღნიშნა ზურაბიშვილმა და განაგრძო - „თქვენ რასაც მეკითხებით, რა არის ჩემი პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ? მე აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა არც პოზიციაში და არც ოპოზიციაში. ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება, რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც თქვენ და ბევრმა სხვამ შეიძლება იცის საზოგადოებაში. მაგრამ, როგორც პრეზიდენტს რომელიმე მოსამართლის მიმართ პოზიცია არ მაქვს. არც იმის მიმართ, როგორ უნდა შეიქმნას ის სია, რომელიც ხვალ შეადგენს უზენაეს სასამართლოს. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია: რაც ეხება უზენაესი სასამართლოს მიმართ ნდობას ეხება, სასამართლოს მიმართ ნდობას და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს. ამდენად მოითხოვს ალბათ ყველაზე ფრთხილ პროცედურებს. მე მხოლოდ შეიძლება მივესალმო იმას, რომ ის, რაც საზოგადოებისთვის და არამხოლოდ საზოგადოებისთვის აჩქარებული პროცედურაა, დღეს სხვა ფორმატშია გადატანილი. ვიმედოვნებ, რომ ეს ყველას, ვინც პროცესშია ჩართული, მისცემს დროს იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები. და ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცედურების და პროცესის შედეგად საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი ნდობა და არა ნაკლები ნდობა სასამართლოს მიმართ. კარგად იცით, რომ პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია, რამე რჩევა და მითითება მისცეს ხელისუფლებას, როგორ უნდა შედგეს სია. ეს იმ პირების და შტოების გადასაწყვეტია, რომელიც ამ პროცესის მონაწილეა. ამ პროცედურაში სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლებები არიან ჩართულები. პრეზიდენტი ამ პროცედურაში არ მონაწილეობს. მე შემიძლია ვიყო მხოლოდ საზოგადოების მხარეს და ვთქვა ის, თუ რა არის საზოგადოების მოლოდინი. არამხოლოდ საზოგადოების, დემოკრატიული ქვეყნის იმპერატივია, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ამაღლებული იყოს. მე პირადად არაფერს ვურჩევ მმართველ გუნდს". 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^