Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება, თუკი სირიაში ქურთებზე იერიშს მიიტანენ

14 იანვარი, 2019 13:18

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით ემუქრება, თუკი იგი სირიაში ქურთ მეომრებზე იერიშს მიიტანს. ტრამპი Twitter-ზე წერს, რომ არც ის უნდა, ქურთებმა თურქეთის პროვოცირება მოახდინონ. 

„ვიწყებთ სირიიდან ჯარების გაყვანის პროცესს, რაც დიდი ხნის წინ უნდა გაგვეკეთებინა. ამავდროულად ვაგრძელებთ ძლიერ იერიშს ISIS-ის შემორჩენილ მცირე ტერიტორიულ ხალიფატზე სხვცადასხვა მხრიდან. კიდევ მივიტანთ იერიშს უახლოესი ბაზიდან, თუკი ისევ წარმოიქმნება. თურქეთს ეკონომიკურად გავანადგურებთ, თუკი ქურთებზე იერიშს მიიტანენ. შევქმნი 20-მილიან უსაფრთხო ზონას" - წერს ტრამპი. 

ამერიკული ძალები ქურთ მებრძოლებთან ერთად ჩრდილო სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ იბრძოდნენ. თურქეთი ქურთულ დანაყოფს ტერორისტებად მიიჩნევს - პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, იგი აღშფოთებულია მხარდაჭერით, რომელსაც ამ ჯგუფის მიმართ ამერიკა იჩენს და მათი განადგურების პირობას დებს. 

ტრამპის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „უსასრულო ომები უნდა დასრულდეს".

„ანალოგიურად, არ მინდა რომ ქურთებმა მოახდინონ თურქეთის პროვოცირება. რუსეთი, ირანი და სირია დიდი ხანია სარგებელს იღებენ სირიაში ISIS-ის, ბუნებრივი მტრების  განადგურებისთვის ბრძოლის აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკით. ამით სარგებელს ჩვენც ვიღებთ, თუმცა დროა, მეომრები სახლში დავაბრუნოთ. უსასრულო ომები უნდა დასრულდეს!" - წერს ტრამპი.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ოდენობით ზარალი მიადგება თურქულ ეკონომიკას, თუკი ისინი ქურთ მეომრებს დაესხმებიან თავს. 

აშშ-მა თურქეთს სავაჭრო ტარიფებზე სანქციები აგვისტოში დაუწესა ამერიკელი სასულიერო პირის დაკავების გამო. პასტორი ენდრიუ ბრუნსონი ოქტომბერში გაათავისუფლეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^