Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კარგია, რომ ეს სია არ იქნა ნაჩქარევად პარლამენტის მიერ კენჭყრილი - წულუკიანი მოსამართლეებზე

15 იანვარი, 2019 18:38

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის შესახებ განაცხადა, რომ ეს პროცესი გადავიდა სწორ ტალღაზე და კარგია, რომ სიას პარლამენტმა ნაჩქარევად არ უყარა კენჭი. 

„კარგია, რომ ეს სია არ იქნა ნაჩქარევად პარლამენტის მიერ კენჭყრილი და დამტკიცებული და რომ პროცესი გადავიდა სწორ ტალღაზე და მუშაობა ჩატარდება, მათ შორის ჩემი წარმომადგენელიც იქნება ამ ჯგუფში ჩართული“, - განაცხადა წულუკიანმა. 

წულუკიანმა ამ საკითხზე უმრავლესობაში უთანხმოებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, არავითარი შიში არ აქვს იმისა, რომ გუნდი დაიშლება.

„ჩვენ მოვდივართ ყველანი ერთად და მოვდივართ შორიდან. მოვდივართ ბრძოლიდან და აქედან გამომდინარე, არავითარი შიში არ მაქვს იმის, რომ ეს გუნდი ან დაიშლება, ან ეს უთანხმოება იქამდე მივა, რომ  ჩვენ ერთიანობა დავკარგოთ“, - თქვა წულუკიანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^