Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ევროპული საქართველო“ უზენაესის მოსამართლეების შერჩევისას დამატებით კრიტერიუმებს მოითხოვს

16 იანვარი, 2019 13:39

„ევროპულმა საქართველომ" მართლმსაჯულების რეფორმის საკითხზე რამდენიმე ინიციატივა წარადგინა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას უნდა გაიწეროს დამატებითი კრიტერიუმები. 

„ჩვენი ინიციატივების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. ერთი-ერთი მიმართულება არის ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში კრიტერიუმების დამატება. სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა უნდა იყოს პირდაპირ გათვალისწინებული, როგორც დამაბრკოლებელი კრიტერიუმი მოსამართლის უზენაეს სასამართლოში გამწესებისთვის.

მეორე - ავტორიტეტული საერთაშორი ინსტიტუტების სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და რეკომენდაციები, ასევე, უნდა იყოს ერთ-ერთი კრიტერიუმი. ამავე დროს, იურიდიულ კომიტეტთან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც დეპუტატების გარდა, წარმოდგენილი უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველის წარმომადგენლობა, ადვოკატთა ასოციაცია,"- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროპული საქართველოს ინიციატივით:

1. პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება, რომლითაც მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მათ მიერ გამჭვირვალე პროცედურებისა და შესაბამისი კრიტერიუმების დადგენის გარეშე წარმოდგენილი სიის უკან გაწვევის თაობაზე.

2. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმებად დამატებით განისაზღვროს:

ა) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევა, რომელშიც იკვეთება კანდიდატის როლი;

ბ) ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკული დასკვნები და გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება კანდიდატის მიერ მიღებულ აქტებს.

  1. კანდიდატების კანონმდელობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იურიდიულ კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, შემდეგი წესით:

ა) მის მუშაობაში, დეპუტატების გარდა, ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები;

ბ) ჯგუფს ჰქონდეს უფლება, საჭიროებისამებრ, გაესაუბროს კანდიდატებს;

გ) ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა გასაჯაროვდეს და წარედგინოს იურიდიულ კომიტეტს განსახილველად.

  1. პარლამენტის რეგლამენტში დეტალურად გაიწეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესი, კერძოდ:

ა) კანდიდატთან კითხვა-პასუხისთვის დადგინდეს გარანტირებული დრო ყველა საპარლამენტო ჯგუფისთვის;

ბ) პლენარულ სხდომაზე კანდიდატებთან შეხვედრა წარიმართოს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის წესის შესაბამისად.

  1. ნაფიცმსაჯულთაგან განსჯადობასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეცია გაუქმდეს 2021 წლიდან და სისტემა ამოქმედდეს სრულად. 
  2. გამოქვეყნდეს ყველა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პირის პერსონალური ინფორმაცია დაიფაროს მხოლოდ მხარის მოთხოვნითა და მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^