Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მისცენ ანასტასია პირველს საშუალება, მეორე ტურში იმღეროს - ტრანსგენდერი ქალის შესახებ პეტიცია ვრცელდება

16 იანვარი, 2019 16:02

„საქართველოს ვარსკვლავის“ ორგანიზატორებმა შეასრულონ დაპირება და მისცენ ანასტასია პირველს იმის საშუალება, რომ მეორე ტურში იმღეროს და ამით თქვას ტრანსგენდერი ადამიანების სათქმელი“,- სოციალურ ქსელში პეტიცია ვრცელდება. 

„მიზეზს ვერ ასახელებენ" - ტრანსგენდერი ქალი „საქართველოს ვასკვლავს" გამოეთიშა

პეტიციაზე ხელმოსაწერად გადადით ბმულზე

„ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტელეკომპანიები სხვადასხვა შოუს რეიტინგისთვის იწვევდნენ ლგბტ ადამიანებს, რომლებსაც გადაცემის სტუმრების დახმარებით ღირსების შემლახველ, მტრულ გარემოს უქმნიდნენ. ეს ხდებოდა და სამწუხაროდ, დღესაც ხდება, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების და ტრანსგენდერი ქალების სასტიკი მკვლელობების ფონზე.

წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუსიკალურ შოუში “საქართველოს ვარსკვლავი” მიიწვია ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი. ანასტასია საზოგადოებამ ერთერთი სიმღერის შესრულებით გაიცნო, რომლის ვიდეოჩანაწერს უამრავი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

მასშტაბური ცნობადობა ტრანსგენდერი ქალის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ამ საფრთხის გამო ანასტასიას არც ადრე მიუღია რომელიმე სატელევიზიო შოუში მონაწილეობა და არც სამომავლოდ აპირებდა, რომ არა “საქართველოს ვარსკვლავის” ორგანიზატორების დაინტერესება.

„საქართველოს ვარსკვლავის” ორგანიზატორებმა დაარწმუნეს ანასტასია მიეღო შოუში მონაწილეობა იმ იმედით, რომ მეორე ტურში გადავიდოდა. ანასტასია შეძლებდა რამდენიმე სიმღერის შესრულებას და ყველაზე მძიმედ სტიგმატიზებული ჯგუფის, ტრანს ადამიანების მხარდაჭერის შესაძლებლობა ექნებოდა. ანასტასია იმედოვნებდა, რომ მისი გამოჩენა ხელს შეუწყობდა ლგბტ ადამიანების მიმართ სიძულვილის შემცირებას.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ანასტასიას გამოსვლა “საქართველოს ვარსკვლავის” პირველ ტურში ძალიან კარგი გამოვიდა [რაც აღნიშნეს კიდეც ჟიურის წევრებმა], იმის მიუხედავად, რომ შოუს ორგანიზატორებმა ანასტასიას ურჩიეს, პირველ ტურში არ ემღერა ძლიერი სიმღერა და მეორე ტურისთვის შემოენახა იგი.

ჟიურის ოთხივე წევრმა მხარი დაუჭირა ანასტასიას მეორე ტურში გადასვლას, რისთვისაც მან მეორე ტურის”ოქროს ბილეთი” მიიღო. ჟიურის ერთერთი წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი, თიკო ბერძენიშვილი, კი ასე დაემშვიდობა ანასტასიას: ”შევხვდებით მეორე ტურში”.

თუმცა, საჯარო თუ პირადი დაპირებების მიუხედავად, გაუგებარი მიზეზების გამო, ანასტასია ჩახსნეს შოუდან ისე, რომ დროულად არც კი გააგებინეს ამის თაობაზე. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლგბტ ადამიანებს ჰპირდებიან, რომ შოუს გარკვეულ ეტაპამდე მიაღწევენ, უქმნიან ცრუ მოლოდინებს და შემდეგ შოუდან ხსნიან [მაგალითად, მსგავსად  მოექცნენ პაკო ტაბატაძეს 2007 წელს, რომელიც რეალითი შოუში “ბარი” მონაწილეობდა].

ამგვარი არაკეთილსინდისიერი ქმედება, განსაკუთრებით მიუღებელია იმ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც კანონი ავალდებულებს, რომ მრავალფეროვნებასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ მიდგომას საზოგადოებაში თავად უნდა ნერგავდეს“,- წერია გავრცელებულ პეტიციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
16 აგვისტო
16 აგვისტო

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლ ...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი, რომელიც გუშინ, 15 აგვისტოს დასრულდა, ანა დოლ ...
15 აგვისტო
15 აგვისტო

რას მოასწავებს „კონტი-ჯგუფის“ წასვლა ანა ...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის შეფასებით, მათი პარტნიორებიდან &quo ...
^