Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სასწრაფოს მძღოლების წერილი: გვსურს, გაცნობოთ ჩვენი გულისტკივილი...

16 იანვარი, 2019 16:02

„ლიბერალი" გთავზობთ სასწრაფო დახმარების მძღოლების წერილს, რომელიც მათ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტს გაუგზავნეს.

პროფკავშირებმა წერილი ჭავჭავაძეზე მომხდარი ტრაგედიის წინა ღამეს მიიღეს, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანის ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა რამდენიმე კი დაშავდა. 
_______________________________
„გვსურს გაცნობოთ ჩვენი გულისტკივილი, თუმცა ეს არ არის ხელფასის მომატების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ მუხლჩაუხრელად ვემსახურებით ქალაქს. იმ რეჟიმში მუშაობა, რომელშიც დღეს სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადები მუშაობენ, ფიზიკურად შეუძლებელი ხდება.

დღე-ღამის განმავლობაში 24-28 გამოძახების შესრულება აღემატება ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს. ყველას აქვს გარკვეული რეზერვი რომლის ამოწურვის შემდეგ ხდება ჯანმრთელობის გაუარესება.

გთხოვთ, ადმინისტრაციამ შეიმუშავოს რაიმე მექანიზმი არამიზნობრივი გამოძახების აღმოსაფხვრელად, რაც 70-78%-ს შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში გადმოგცემთ დოკუმენტირებულ ფაქტებს. სგბდ (სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადები) დაკისრებული მოვალეობის მაგივრად ფსიქოლოგიურ კონსულტაციურ პოლიტიკურ ჩამოყალიბდნენ სამსახურად. იხარჯება უამრავი ფული, რომელიც სეიძლება მოხმარდეს ქალაქის ღარიბ მოსახლეობას, ონკოლოგიურ პაციენტებს, ავადმყოფ ბავშვებს.  ეს როდისმე უნდა დამთავრდეს. საჭიროა ქმედითი ღონისძიებების, თუნდაც ისეთების, როგორიც კლინიკებში. გარკვეული ნოზოლოგიები ფინანსდება, გარკვეული -  არა. ანდა კორპორაციულ დაზღვეულ პაციენტებს მოემსახუროს სადაზღვევოს სამედიცინო ბრიგადები. საუბარი კომპიუტერულ პროგრამებზე, რომელიც გაცხრილავს შეუსაბამო გამოძახებას, აღარავის ჯერავს. რადგან ეს აზრი უკვე 10 წელია მუსირებს. შედეგი კი არ ცანს. ასეთი ღონისძიებების არგატარების სურვილი ახდენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ვიღაცას აწყობს მისამართების რაოდენობის გაზრდა. აბა რას მივაწეროთ ის, როდესაც ერთი და იგივე პაციენტებზე 500 გამოძახებაა წელიწადში. ასეთი პაციენტი ბევრია ქალაქში. მისამართების შემცირება არ აისახება ბრიგადების შემცირებაზე. რადგან ევროსტანდარტებით 18-20 ათას მოქალაქეზე 1 ბრიგადაა საჭირო. იმედია ხელგეწიფებათ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა.

გადაწყვეტილების შესახებ გთხოვთ გვაცნობოთ უახლოეს პერიოდში, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ მერიას, ჯანდაცვის სამინისტროს მკაცრი მოთხოვნით პროტესტის სხვა ზომებით.

პატივისცემით სგდბ-ს კოლექტივი სრული შემადგენლობით".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^