Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მშენებლობის ნებართვა გვაქვს" - კომპანია ვაკის პარკში მშენებლობის გაგრძელებას გეგმავს

16 იანვარი, 2019 18:26

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივის" საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. 

რაც ნიშნავს იმას, რომ  უცვლელი დარჩა სააპელაციო სასამართლოს  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც,, გაუქმდა გადაწყვეტილება ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის შეჩერების შესახებ. 

ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის" მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამ გადაწყვეტილებით არ გაუქმდა  არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის თაობაზე, „თუმცა ბრძანების მოქმედების ვადა 2016 წლის 21 სექტემბერს ამოიწურა", - წერს „მწვანე ალტერნატივა".

„მწვანე ალტერნატივისგან" განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა კომპანიის წარმომადგენელმა მშენებლობის ნებართვის ვადებზე. 

კერძოდ, სამშენებლო კუთხით ტექნიკური ნაწილის ზედამხედველის, გოგა ზაქაიძის თქმით, კომპანიას 2013 წლის ნებართვა გაუგრძელდა და ახალი ნებართვის მიღება არ სჭირდებათ. 

მისივე თქმით, კომპანიის წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეხვდებიან მერიას და იმ ჯგუფს, ვინც წინააღმდეგი იყო მშენებლობის და ამის შემდეგ გააგრძელებენ სამშენებლო სამუშაოებს. 

„5 წელი ველოდით სამართლიანობის აღდგენას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას" - უპასუხა „ლიბერალს" კომპანიის წარმომადგენელმა. 

„ლიბერალი" დაუკავშირდა არქიტექტურის სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფორმაციას აღნიშნულ თემაზე ხვალ მოგვაწვდიან. 

უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საჩივარი არ მიიღო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^